მეივეზერი MMA-ის ლიცენზიის აღებას გეგმავს

452

ბოლო კვირების განმავლობაში აქტიურად იწერებოდა ფლოიდ მეივეზერის MMA-ში გადასვლასთან დაკავშირებით. UFC-ის ნახევრადსაშუალო წონის ჩემპიონმა ტაირონ ვუდლიმ ისიც თქვა, რომ შეუძლია ფლოიდი ავარჯიშოს. ყველაზე დამაიმედებელი მაინც თავად მეივეზერის კომენტარი გამოდგა, რომელმაც განაცხადა, რომ MMA-ში ბრძოლას გეგმავს.

“ყველაფერს დრო სჭირდება. ვაპირებთ რომ MMA-ის ლიცენზია მოვიპოვოთ. იმედია, ბრძოლას მალე შევძლებთ”.

“მოსამზადებლად ჩვეულებრივზე დიდი დრო დამჭირდება, ალბათ ექვსიდან რვა თვემდე. ჯერ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი რიგზეა” – აღნიშნა ფლოიდმა.

SHARE