“რაგბი ევროპა” ბელგია-ესპანეთის მატჩზე გადაწყვეტილებას 29 მარტს მიიღებს

452

26 მარტს, საღამოს, “რაგბი ევროპის” დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელიც ბელგია-ესპანეთის მატჩს დაეთმო.

სხდომაზე “რაგბი ევროპის” გენერალურმა მდივანმა საბჭოს წევრებს იმ სპეციალისტების დასკვნები გააცნო, ვისაც კონსულტაციისთვის მიმართეს.

საბჭომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დამატებითი ინფორმაცია მოითხოვა, რომელიც რაგბის საერთაშორისო კავშირს წარუდგინეს.

საბჭოს მორიგი სხდომა 29 მარტს გაიმართება.

SHARE