საქართველო რუსეთის ნაკრების ფეხბურთელს მოქალაქეობის მიღებას სთავაზობდა

445

რუსეთის ნაკრების ნახევარმცველის, ანტონ შვეცის განცხადებით, მას საქართველოს ნაკრებში თამაში შესთავაზეს, მაგრამ მან უარი განაცხადა.

“ერთხელ, როდესაც “სარაგოსაში” ვთამაშობდი, საქართველოდან დამიკავშირდნენ და მოქალაქეობა და საქართველოს ნაკრებში თამაში შემომთავაზეს.

ყოველთვის ვოცნებობდი რუსეთის ნაკრებში თამაშზე და ამიტომ უარი ვუთხარი. ისიც კი მახსოვს, როგორ მეუბნებოდა დედა, საქართველოში უნდა წასულიყავიო, მამა კი პირიქით, მირჩევდა, რომ არ მეჩქარა.

ზუსტად ერთი წლის შემდეგ კი რუსეთის ნაკრებში გამომიძახეს”, – აღნიშნა შვეცმა.

აქვე გეტყვით, რომ შვეცის მამა უკრაინელია, დედა კი – ქართველი. თავად ფეხბურთელი უკრაინაში დაიბადა, ბავშვობა საქართველოში გაატარა, შემდეგ კი რუსეთში წავიდა საცხოვრებლად.

2013 წლის მარტში ანტონი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში გამოიძახეს, მაგრამ მან უარი განაცხადა. 2017 წლიდან კი ის რუსეთის ნაკრების წევრია.

შვეცი ამჟამად რუსეთის პრემიერლიგის ბინადარ გროზნოს “ახმატში” ირჯება.

მომზადებულია iz.ru-ს მიხედვით

SHARE